logo
ENG



ხალხისთვის - ანა დოლიძე პოლიტიკურ მოძრაობას აყალიბებს

22 მაი 202010:00
3 წუთის საკითხავი
 

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე პოლიტიკურ მოძრაობას აყალიბებს.

„ხალხისთვის" ასე ჰქვია მოძრაობას, რომელიც როგორც დოლიძე ამტკიცებს ხალხის პრობლემებზე ილაპარაკებს.

მისი თქმით, დღეს ქართული პოლიტიკის პრობლემა ერთმანეთზე ლაპარაკია. მოძრაობის დამფუძნებელი ასახელებს იმ სახელსა და გვარებსაც, რომლებიც მის გუნდში იქნებიან და აღნიშნავს, რომ ყოველი მათგანი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის და სამართლიანობისთვის იბრძვის. 

"ეს არის მოძრაობა ხალხისთვის რომლის საჯარო ამოცანაა საჯარო დღის წესრიგში ხალხის პრობლემები დააყენოს. მგონი, ჩვენი პოლიტიკური დღის წესრიგის მთავარი პრობლემაა, რომ პოლიტიკოსები ერთმანეთზე ლაპარაკობენ და არა რა აწუხებს ხალხს. ეს გაერთიანება თავს უყრის ხალხს, რომელსაც აქვს ბრძოლის გამოცდილება და არიან ახალი სახეები ქართულ საჯარო სივრცეში. მათ აქვთ, რაც მთავარია ბრძლის გამოცდილება სახელმწიფოს ინტერესებისთვისა და სამართლიანობის ბრძოლაში", - აღნიშნა დოლიძემ. 

 


close დახურვა