logo
ENG



ხანგოშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით, მოსკოვი გერმანიის ბრალდებებს უარყოფს

06 დეკ 201909:18
3 წუთის საკითხავი
 
oqfrcex7zyhssjy.jpg

მოსკოვი გერმანიის ბრალდებებს უარყოფს. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, მან არ იცის, რას ემყარება ბრალდება, რომ მოსკოვი ბერლინში ჩეჩნეთის ყოფილი საველე მეთაურის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის გამოძიებასთან არ თანამშრომლობს.

ეუთო-ს მინისტერიალის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ მსგავსი ბრალდებები რუსეთს წინააღდეგ მანამდეც გაჟღერებულა და მაგალითად დონბასის თავზე მალაიზიური ბოინგის ჩამოგდების გამოძიება დაასახელა. მისი თქმით, მიუღებელია რუსეთისგან იმის აღიარების მოთხოვნა, რაც მას არ გაუკეთებია.

"თუ ჩვენმა გერმანელმა პარტნიორებმა ეს მოდელად მიიღეს, სავარაუდოდ  მათთან არაფერი გამოვა. ასე საუბარი არ შეიძლება,  მით უმეტეს, რუსეთის ფედერაციასთან", - განაცხადა სერგეი ლავროვმა.

შეგახსენებთ, რომ გერმანიაში, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის ბრალდებით, რუსეთის მოქალაქე დააკავეს. ბერლინში განაცხადეს, რომ მოსკოვი გამოძიებასთან არ თანამშრომლობს, რის გამოც ქვეყნიდან ორი რუსი დიპლომატი გააძევეს.

 


close დახურვა