logo
ENG



ხანგოშვილის მკვლელობის საკითხი, შესაძლოა, პუტინსა და მერკელის შეხვედრის მთავარი თემა გახდეს

09 დეკ 201908:47
3 წუთის საკითხავი
 
g8xh8rt5us1htxn.jpg

„ნორმანდიული ოთხეულის" ფორმატში გასამართ სამიტზე ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საკითხი შესაძლოა ვლადიმერ პუტინისა და ანგელა მერკელის აუდიენციის ერთ-ერთი მთავარი თემა იყოს. გერმანიის კანცლერის თქმით, რუსეთის პრეზიდენტთან იმ კრიზისზე დიალოგს გეგმავს, რომელიც ბერლინსა და მოსკოვს შორის ზაფხულის შემდეგ შეიქმნა.

რამდენიმე დღის წინ გერმანიამ  ქვეყნიდან ორი რუსი დიპლომატი მას შემდეგ გააძევა, რაც რუსეთმა ხანგოშვილის მკვლელობაზე გამოძიებასთან არ ითანამშრომლა.  ზელიმხან ხანგოშვილი ბერლინში 23 აგვისტოს მოკლეს. ნორმანდიული ოთხეულის ფორმატის ფარგლებში დღეს საფრანგეთის, გერმანიის, რუსეთისა და უკრაინის ლიდერები პარიზში იკრიბებიან. დისკუსიის მთავარი თემა აღმოსავლეთ უკრაინაში მშვიდობის დამყარებაა.


close დახურვა