logo
ENG



ხანგოშვილის მკვლელს გერმანიის სასამართლომ უვადოდ თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

15 დეკ 202115:13
3 წუთის საკითხავი
 
2021/12/15/r0ji7s4cx28pdzb.jpg

ბერლინის სასამართლომ საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში ბრალდებულ ვადიმ კრასიკოვს უვადოდ თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 

ხანგოშვილი ორი წლის წინ 23 აგვისტოს ბერლინის პარკში მოკლეს. მეორე დღეს დააკავეს რუსეთის მოქალაქე ვადიმ კრასიკოვი. გერმანიის ხელისუფლება ხანგოშვილის მკვლელობაში რუსეთის კვალს ხედავს, თუმცა მოსკოვი კავშირს უარყოფს.

ჩეჩნეთის ომის დროს ზელიმხან ხანგოშვილი საველე მეთაური იყო და რამდენიმე წლის წინ ბერლინში თავშესაფარი მიიღო. 2019 წლის 23 აგვისტოს ის ბერლინის პარკში ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლეს. მისი მკვლელობის საქმეზე დააკავეს რუსეთის მოქალაქე ვადიმ კრასიკოვი, რომელიც თავიდან ცნობილი იყო, როგორც ვადიმ სოკოლოვი.

გერმანიის პროკურატურის განცხადებით, ვადიმ სოკოლოვის სახელით რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის ოფიცერი, ვადიმ კრასიკოვი მოქმედება, რომელიც ბერლინში გაყალბებული საბუთებით ჩავიდა. გამოძიების ვერსიით, ხანგოშვილის მკვლელობის დავალება კრასიკოვმა რუსეთის დაუდგენელი სახელმწიფო ორგანოსგან მიიღო.

გერმანია აცხადებდნენ, რომ რუსეთი გამოძიებასთან არ თანამშრომლობს და ქვეყნიდან საელჩოს ორი წარმომადგენელი გააძევა. მსგავსი ნაბიჯით უპასუხა მოსკოვმაც.


close დახურვა