ავლაბრის მოედანზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. რა გახდა აალების მიზეზი - ჯერ უცნობია.
თვითმხილველთა თქმით, ცეცხლი ერთ-ერთი ტურისტული კომპანიის ოფისში გაჩნდა, რომელიც, არსებული ინფორმაციით, არ ფუნქციონირებს. ხანძრის დროს შენობაში არავინ იმყოფებოდა.