ბათუმში ხანძარია - ვაჟა-ფშაველას და გიორგი ბრწყინვალეს ქუჩების კვეთაზე ცეცხლი რამდენიმე სახლს უკიდია.
არსებული ინფორმაციით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა, დაზარალებული კი 15-მდე ოჯახია.
ბათუმის მერიის ინფორმაციით, დაზარალებულებს გაეწევათ შესაბამისი დახმარება და გადაიყვანენ უსაფრთხო ადგილას.
ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.
ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო და სასწრაფო ბრიგადები. ამ დროისთვის ხანძრის გამოვწვევი მიზეზი უცნობია.