logo
ENG



ხანძარი ბელიაშვილზე: ადგილზე 12 სახანძრო ჯგუფია მობილიზებული

14 თებ 202017:04
3 წუთის საკითხავი
 

საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურის ინფორმაციით, თბილისში, ბელიაშვილის ქუჩაზე, „თბილსერვის ჯგუფის“ ტერიტორიაზე მდებარე საწყობში ძლიერი დაკვამლიანება შეინიშნებოდა.  ადგილზე 12 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი გამოცხადდა. ცეცხლი საწყობებს, მათ მიმდებარედ არსებულ მუყაოს ყუთებს და სხვადასხვა სახის ნივთებს ეკიდა.

ხანძარი ამ დროისთვის უკვე ლოკალიზებულია და მისი გავრცელების საფრთხე აღარ არსებობს. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

„ბელიაშვილის 121 ნომერში გაჩნდა ხანძარი სასაწყობე ფართში. ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. ადგილზე მობილიზებული იქნა 12 სახანძრო ბრიგადა. დაშავებული არავინაა. შიგნით ინახებოდა სხვადასხვა ნივთები, რომლებმაც გამოიწვია პატარ-პატარა აფეთქებები“, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსმა ოთარ კერესელიძემ. 

ადგილზე ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოებს განაგრძობს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 60-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი და სპეციალური ტექნიკა.

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.


close დახურვა