რუსთავში ქიმიკოსთა კულტურის სახლში ხანძარი გაჩნდა. ძლიერი ცეცხლი შენობის მეორე სართულზე მალევე გავრცელდა და მარცხენა ფლიგელის 300 კვადრატულ მეტრს მოედო. ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახურისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები. ცეცხლი სავარაუდოდ ოთახებში არსებულ ხის მასალას გაუჩნდა, გავრცელებული ინფორმაციით, ოთახში უსახლკაროები ღამეს ათევდნენ.
„ცეცხლი არის მარცხენა ფლიგელზე, დაახლოებით 50-დან 100 კვადრატამდე, როგორც მითხრეს, დამუშავებულია ჯერჯერობით და ზევით ჭერში არაფერი არ ჩანს, ფანჯრის ჩარჩოებზე იყო უფრო მეტად“,-განაცხადა რუსთავის მერის წარმომადგენელმა, ზვიად გავაშელმა.