სამგორის გამგებლის გინების შემდეგ, იწყევლება ხარაგაულის საკრებულოს თავმჯდომარე. მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა მოსმენების შესახებ კანონს ვეტო დაადო, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს Facebook-გვერდიდან სალომე ზურაბიშვილი დაწყევლეს. საკრებულოს თავმჯდომარემ, მანანა ბარბაქაძე არც მალავს, რომ კომენტარი თვითონ დაწერა. ნანობს მხოლოდ იმას, რომ შეცდომით ოფიციალური გვერდი გამოიყენა, რომელსაც ბიუჯეტი აფინანსებს.