logo
ENG



ხარაგაულში მეზობლის სანადირო თოფით მკვლელობისთვის 30 წლის კაცი დააკავეს

10 იან 202112:14
3 წუთის საკითხავი
 

შსს-ის იმერეთის პოლიციის თანამშრომლებმა ხარაგაულის სოფელ ვარძიაში მეზობლის სანადირო თოფით მკვლელობისთვის 1990 წელს დაბადებული ვ.კ დააკავეს. 

მას ბრალად განზრახ მკვლელობა ედება. 

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 9 იანვარს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარძიაში, შურისძიების მოტივით, სანადირო თოფიდან გასროლით მეზობელს - 1963 წელს დაბადებულ ნ.ბ.-ს ჭრილობა მიაყენა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - სანადირო თოფი ნივთმტკიცებად ამოიღო.

დაკავებული დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

დანაშაული 7- დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


close დახურვა