logo
ENG



ხარაგაულში საგზაო სამუშაოზე დასაქმებულები ჩინეთიდან ჩამოყვანილი მუშების იზოლირებას ითხოვენ

23 თებ 202017:12
3 წუთის საკითხავი
 

ხარაგაულში, საგზაო სამუშაოზე დასაქმებულები, სამსახურში მისვლაზე უარს აცხადებენ და ჩინეთიდან ჩამოყვანილი მუშების იზოლირებას მოითხოვენ.

საუბარია 10 მუშაზე, რომლებიც ობიექტზე პირდაპირ აეროპორტიდან მიიყვანეს.

ქართველი მუშები აცხადებენ, რომ კორონავირუსის საფრთხე არსებობს, ამიტომ დამსაქმებელმა შესაბამისი ზომები უნდა მიიღოს. 

„დილით მოვედით ჩვეულებრივად, უნდა დაგვეწყო მუშაობა. თვითონ ჩინელებმა მოგვიტანეს პირბადეები და დაგვირიგეს. მათ გვითხრეს, რომ ჩვენ იმათთან ახლოს არ უნდა მივიდეთ და ისინი - ჩვენთან. შეიძლება ითქვას, რომ ჰყავთ იზოლირებული, მაგრამ ურთიერთობა მათთან მაინც გვიწევს. თუ ეს საშიში არ არის, არც პირბადეები იქნებოდა საჭიროა და არც მათი გამოკეტვა. რადგან გამოკეტეს, ეს ნიშნავს, რომ საშიშროება არსებობს, ამიტომ ეს ხალხი გაიყვანონ და ცალკე აცხოვრონ კარანტინის პერიოდში“, - განაცხადა ერთ-ერთმა დასაქმებულმა.

როგორც ექიმმა აღნიშნა, ჩინეთის მოქალაქეებს ტემპერატურა არ აღენიშნებათ.

„დღეს მესამედ გავუსინჯე ტემპერატურა და არც ერთს არ აღენიშნება, მაგრამ მოსახლეობა ამბობს, რომ ესენი გუშინ ჩამოფრინდნენ და არიან კარანტინის გარეშე. ითხოვენ, რომ ეს ყველაფერი იყოს იზოლირებულ გარემოში, სოფლის გარეთ“, - განაცხადა ექიმმა.


close დახურვა