logo
ENG



ხარება: სპეცრაზმელზე ვინც ამბობს არაფხიზელიაო, არასწორი ხალხია, თვითონაა ნარკომანი

04 დეკ 202422:17
3 წუთის საკითხავი
 

"სპეცრაზმელებზე ვინც მაგას იძახის, არაფხიზელ მდგომარეობაშია, ეს არასწორი ხალხია. ვინც მაგას ამბობს ის არის თვითონ ნარკომანიც და არაფხიზელ მდგომარეობაშიც", - ასე პასუხობს გადაუდებელ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ზვიად ხარაზიშვილი (ხარება) ჟურნალისტის კითხვას, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ეხებოდა.

"სპეცრაზმელები ვინც მაგას იძახის, არაფხიზელ მდგომარეობაშია, ეგ არასწორი ხალხია. ყველა იტყუება მაგას. მოიყვანონ რომელია არაფხიზელი, რაებს იტყუებით, ვერ გავიგე? ვინც მაგას ამბობს ის არის თვითონ ნარკომანიც და არაფხიზელ მდგომარეობაშიც, ახლა, ვინ პრეზიდენტზე მელაპარაკებით?", - ამბობს ის. 

ზვიად ხარაზიშვილს ჟურნალისტებმა სპეცრაზმის მხრიდან ძალადობაზე ჰკითხეს, რაზეც მან თქვა: "არავინ არ გასცემს დავალებებს. სიტუაციიდან გამომდინარე მოქმედებენ".

ამასთან, ის ამბობს, რომ "სპეცრაზმელი არ იღლება და ვერავინ ვერ დაღლის, ვერაფრით ვერ დაღლის".

ფორმულას ჟურნალისტმა მას ფორმუალას ტელეწამყვანზე, გურამ როგავაზეც ჰკითხა, რომელსაც აქციის გაშუქებისას რამდენიმე დღის წინ სპეცრაზმელები ფიზიკურად გაუსწორდნენ, რაზეც ხარებამ უპასუხა: "რა გურამ როგავა? არ ვიცი". 


close დახურვა