სისხლიანი დაპირისპირება ხარებას სპეცრაზმსა და ქვემო ქართლის გუბერნატორის პირველ მოადგილეს შორის. ფიზიკური ანგარიშსწორება რა დროსაც მძიმე დაზიანებები მიიღო ხარებას მოადგილემ, რატის ბარში, რამდენიმე დღის წინ მოხდა. სცემეს ხარებას დაჯგუფების სხვა წევრებიც. შაბათის ფორმულას წყარო უყვება, რომ გუბერნატორის მოადგილემ და მისმა თანმხლებებმა, ბარში გდდ-ს სპეცრაზმელებს - მას შემდეგ სცემეს, როდესაც მათ შორის სიტყვიერი დაპირისპირება არ განეიტრალდა. ფიზიკური დაზიანებები ჩხუბის დროს თავად გუბერნატორის მოადგილემაც მიიღო, თუმცა უფრო საშიში ვითარება შინჯიკაშვილისთვის, ამ ჩხუბიდან მალევე შეიქმნა, როდესაც ხარება და მისი რაზმი - გუბერნატორის მოადგილეს ჯერ სამსახურში მიუვარდა, შემდეგ კი ოჯახი აუწიოკა. ხარება შინჯიკაშვილს მოკვლით დაემუქრა, ამიტომ ამ დრომდე გუბერნატორის მოადგილის სახლს, სუსი და ძალადობრივი მენტალობის ადგილობრივები იცავენ - პირველ რიგში ხარებას შურისძიებისგან, თუმცა მარტყოფში იქ სადაც შინჯიკაშვილი ცხოვრობს, გადაადგილება შეუძლებელია ჟურნალისტებისთვისაც, რადგან ფიზიკური და სიტყვიერი ანგარიშსწორების მუქარით, მედიას მუშაობის უფლებას ადგილზე არ აძლევენ.
ხარებას შურისძიება - შაბათის ფორმულა
15 ივნ 202420:04
3 წუთის საკითხავი