დაგვიანებული რეაგირება და ხარვეზები გამოძიებაში - ბოლო დროის ყველაზე რეზონანსული საქმე პოლიტიკოსებს დანაშაულზე ხელის დაფარებისა და მტკიცებულებების გაყალბების მიმართ კითხვებს უჩენს.
საეჭვოა პროკურატურის მიერ შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის მიწერილი წერილი, რომელიც ოპოზიციის თქმით, შოთაძეს მორიგი გადადგომის სცენარისგან აზღვევს. გარდაცვლილი ფეხბურთელის სიკვდილის საქმეზე დასმულმა კითხვებმა მმართველი გუნდი დღეს ხუმრობის ხასიათზე დააყენა.
საგამოძიებო უწყებას გულგრილობასა და გამოძიების პროცესში შეცდომების განზრახ დაშვებაში ადანაშაულებენ არასაპარლამენტო ოპოზიციაშიც. ოპოზიცურ პარტიებში ფიქრობენ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო და პროკურატურა საქმეს განზრახ აჭიანურებს.
გიორგი შაქარაშვილის 15 ტომიან საქმეს შინაგან საქმეთა სამინისტრო იძიებს და მას ზედამხედველობას პროკურატურა უწევს.