logo
ENG



ხარკივზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა და დაჭრილთა რიცხვი გაიზარდა

21 ივლ 202216:47
3 წუთის საკითხავი
 
2022/07/21/73chy2j1ckda8ab.jpg

ხარკივში რუსების მიერ განხორციელებული თავდასხმის დროს დაღუპულთა რიცხვი 3-მდე გაიზარდა, ხოლო 23 ადამიანი დაიჭრა.

ხარკივის პროკურატურაში ამბობენ, რომ ოკუპანტებმა გამოიყენეს რეაქტიული სისტემა ურაგანი. დაღუპულები მშვიდობიანი მოქალაქეები არიან. გარდა ამისა, რუსებმა რაკეტა ესროლეს სალტოვის რაიონსაც, რა დროსაც დაზიანდა საცხოვრებელი სახლი და დაშავდა 3 მოქალაქე.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება ომის კანონების დარღვევის და განზრახ მკვლელობის მუხლებით.

***

ამერიკის ომის კვლევის ინსტიტუტის (ISW) ცნობით, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, სავარაუდოდ, ქალაქ ხარკივისა და რეგიონის თავისუფალი ტერიტორიების დაკავების ბრძანება გასცა.

ანალიტიკოსების ცნობით, 26 ივნისიდან რუსული ძალები ცდილობენ ხარკივის ჩრდილოეთით არსებული სოფლის, დემენტიევკას დაკავებას, რომელსაც რუსეთის ფედერაციისთვის უკრაინის შეტევისგან თავდაცვისთვის გარკვეული მნიშვნელობა აქვს.

გარდა ამისა, უკრაინის სამხედრო დაზვერვამ გაასაჯაროვა დიალოგის ნაწილი, რომელშიც რუსი ჯარისკაცი ჩივის, რომ მისი მეთაური ადამიანური და მატერიალური დანაკარგების მიმართ გულგრილია, ვინაიდან მას ხარკივამდე მიღწევა სურს.


close დახურვა