![2022/08/30/p7cz2t5uzsm7xke.jpg](/uploads_script3/articles/2022/08/30/p7cz2t5uzsm7xke.jpg)
ხარკივის მერის, იგორ ტერეხოვის განცხადებით, რუსმა ოკუპანტებმა ხარკივის ცენტრალურ უბნებს ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც 5 ადამიანი დაიღუპა, 7 კი დაშავდა.
"დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის განახლებულია. 5 ადამიანი დაიღუპა, 7 კი დაშავდა," - თქვა ხარკივის მერმა.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.