logo
ENG



ხარკივზე რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა

27 ივლ 202211:46
3 წუთის საკითხავი
 
2022/07/27/gckwhp10fcen3fv.jpg

ხარკივის მერის, იგორ ტერეხოვის თქმით, ხარკივზე რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

"მსხვერპლი არ არის, მაგრამ ეს მხოლოდ წინასწარი ინფორმაციაა. ქალაქში ყველას ვთხოვ, მაქსიმალურად ფრთხილად იყვნენ," - განაცხადა ხარკივის მერმა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.


close დახურვა