ხარკივის პროკურორის ოფისის ინფორმაციით, ხარკივის რეგიონში რუსული ძალების მხრიდან თავდასხმას სულ მცირე 10 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორისაა 7 თვის ბავშვიც. დაიჭრა 35 მშვიდობიანი მოქალაქე.
„დაბომბვამ მოხდა 10 მოქალაქე, მათ შორის 7 თვის ბავშვიც. 35 ადამიანი კი დაშავდა. რამდენიმე საცხოვრებელი შენობა დაზიანდა და განადგურდა“, - აცხადებს პროკურორის ოფისი.
ხარკივში რუსი ოკუპანტების მხრიდან ერთ-ერთ დასახლებულ პუნქტზე თავდასხმის შესახებ ინფორმაცია ხარკივის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსმა ოლეგ სინეგუბოვმა გაავრცელა.
აღსანიშნავია, რომ უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში, ხარკივისა და დონბასის ქალაქებზე თავდასხმები გახშირდა, რაც უკრაინის ინფორმაციით რუსეთის მხრიდან ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილზე კონცენტრირებითაა გამოწვეული.