ხარკივში, რუსმა ოკუპანტებმა ერთ-ერთ დასახლებულ პუნქტს ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც 7 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 7 თვის ბავშვია. ასევე 34 ადამიანი დაშავდა.
როგორც ხარკივის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსმა ოლეგ სინეგუბოვმა აღნიშნა, დაშავებულებს შორის არის 3 ბავშვი. ყველა დაშავებული საავადმყოფოში იმყოფება და მკურნალობას გადიან.