logo
ENG



ხარკივის ოლქის დაბომბვის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, 5 კი დაშავდა

08 სექ 202212:57
3 წუთის საკითხავი
 
2022/09/08/4pohkcu4izhsfs0.jpg

ხარკივის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ სინეგუბოვის განცხადებით, ხარკვის ოლქის დაბომბვის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, 5 კი დაშავდა.

სინეგუბოვის თქმით, რუსმა ოკუპანტებმა ქალაქ ნემიშლიანსკისა და ქალაქის ინდუსტრიულ უბნებს დაარტყეს. ამასთან, ის ადგილობრივ მოსახლეობას თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდებს.

"სამწუხაროდ, ინდუსტრიული უბნის დაბომბვის შედეგად არის მსხვერპლი. ექიმების წინასწარი მონაცემებით, 2 ადამიანი დაიღუპა, 5 კი დაშავდა," - თქვა ხარკივის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.


close დახურვა