ხარკივის ოლქის ეროვნული პოლიციის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელის, სერგეი ბოლვინოვის ინფორმაციით რუსებმა სალტივის რაიონი დაბომბეს. დაიღუპა 6 ადამიანი.
"წინასწარი მონაცემებით, დაბომბვა განხორციელდა "გრადის" ტიპის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემიდან. ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემის საცხოვრებელ ზონაში გამოყენება ტერორიზმია. სათამაშო მოედნების დაბომბვა - ტერორიზმია. შემთხვევის ადგილზე გამომძიებლები მუშაობენ. რაშისტებს არასოდეს ვაპატიებთ ჩვენი ქალაქის ყოველდღიურ დაბომბვას."- წერს ბოლვინოვი.