რუსების მიერ ხარკივში, ახალი ფოსტის ტერმინალის დაბომბვის შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 17-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ადგილობრივი პროკურატურა ავრცელებს.
პროკურატურის ცნობით, დაზიანებები მიიღო საწარმოეს ერთ-ერთმა თანამშრომელმა და მას სამედიცინო დახმარება ადგილზევე გაუწიეს. მან ჰოსპიტალიზაციაზე უარი განაცხადა.
ოკუპანტებმა ხარკივზე თავდასხმა გუშინ გვიან ღამით განახორციელეს. მომხდარის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა.