logo
ENG



ხარკივში 10-მდე აფეთქება მოხდა - ოკუპანტები კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ესვრიან

10 თებ 202309:26
3 წუთის საკითხავი
 
2023/02/10/z5xmzaxeh2cmk09.png

ხარკივში 10-მდე აფეთქება მოხდა. რუსი ოკუპანტები კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ესვრიან.

ხარკივის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი ოლეგ სინეგუბოვი მოსახლეობას მოუწოდებს ყურადღება მიაქციონ საჰაერო განგაშს და უსაფრთხო ადგილებიდან გარეთ არ გამოვიდნენ.

"ოკუპანტებმა ცეცხლი გაუხსნეს კრიტიკულ ინფრასტრუქტურას. დაფიქსირებულია 10-მდე აფეთქება. ზოგიერთ რაიონში ელექტროენერგია არის გათიშული. ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლები მუშაობენ. დაშავებულებისა და გარდაცვლილების შესახებ ინფორმაცია ჯერ ზუსტდება", - თქვა სინეგუბოვმა.


close დახურვა