logo
ENG



ხარკივში რუსეთის თავდასხმას საგანგებო სამსახურების ინჟინრები და მოქალაქეები ემსხვერპლნენ

17 აპრ 202216:00
3 წუთის საკითხავი
 
2022/04/17/zky0zci9v1udr45.jpg
Олег Синєгубов

ხარკივის რეგიონში უკრაინის სახელმწიფო საგანგებო სამსახურების სამი სამხედრო ინჟინერი მოკლეს, 4 კი კასეტური ბომბების განეიტრალებისას სერიოზულად დაშავდა. ინფორმაციას ხარკივის რეგიონის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ოლეგ სინეგუბოვი ავრცელებს.

გარდა ამისა, სინეგუბოვის ინფორმაციით, გასულ დღე-ღამეში რუსული ძალების მხრიდან დაბომბვას 3 მოქალაქე ემსხვერპლა, ათეულობით კი დაშავდა.

„ისინი ახლა საავადმყოფოში მკურნალობენ. 31 ადამიანი დაშავდა რუსული დაბომბვის შედეგად, მათ შორის 4 ბავშვია“, - აცხადებს სინეგუბოვი.

სინეგუბოვის ცნობით, რუსულმა ძალებმა რეგიონში მოქალაქეების წინააღმდეგ 23 საარტილერიო რაკეტა, მორტარი და კასეტური ბომბები გამოიყენეს.

„მტერი ვერ უახლოვდება ხარკივს, ვინაიდან ჩვენი ძალებს ძლიერი პოზიციები უკავიათ და ზოგიერთი მიმართულებით დაწინაურდნენ კიდეც. შესაბამისად, რუსები სამარცხვინოდ ბომბავენ დასახლებულ უბნებს“, - განაცხადა მან.


close დახურვა