logo
ENG



ხარკივში საგანგებო სიტუაციების მანქანა ნაღმზე აფეთქდა - დაიღუპა 2, დაშავდა 4 ადამიანი

20 ოქტ 202213:48
3 წუთის საკითხავი
 
2022/10/20/ynsbxervnpf1d1u.jpg

ხარკივის ოლქში, ქალაქ იზიუმში უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის მანქანა ნაღმზე აფეთქდა, რის შედეგადაც 2 თანამშრომელი დაიღუპა, 4 კი დაშავდა.

ინფორმაციას Telegram-ზე ხარკივის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ოლეგ სინეგუბოვი ავრცელებს და აღნიშნავს, რომ მაღალია იმის საფრთხე, რომ ოლქში სხვა ტერიტორიებიც იყოს დანაღმული.

სინეგუბოვის თქმით, საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლები ნაღმებისგან ტერიტორიის გაწმენდას აგრძელებენ და გასული დღე-ღამის განმავლობაში 657 ფეთქებადი მასალა გაანეიტრალეს.

რუსეთის ფედერაციამ, უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ხარკივის ოლქის რამდენიმე დასახლება დროებით დაიკავეს. 6 სექტემბერს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რეგიონში კონტრშეტევა დაიწყეს.

14 სექტემბერს პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ოლქი თითქმის მთლიანად გათავისუფლებული იყო. უკრაინული მედიის ცნობით, მრავალჯერ გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკან დახევის დროს რუსი ოკუპანტები ტერიტორიას ნაღმავდნენ.

6 ოქტომბერს ხარკივის რეგიონში ეროვნული პოლიციის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო განყოფილების ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ხარკივის დეოკუპირებულ ნაწილში რუსი ოკუპანტების მიერ მოკლული 534 უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი იპოვეს. 


close დახურვა