ხარკივში სროლის შედეგად ორი ბავშვი დაშავდა. უკრაინის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ სროლის შედეგად გამოწვეული ხანძარი იყო ფარეხსა და დამხმარე შენობაში.
როგორც უწყებაში ამბობენ, დაშავებული ბავშვები 11 და 17 წლის არიან. ისინი ჩუგუევსკის ცენტრალურ საავადმყოფოში ჭრილობებით გადაიყვანეს.
თვითმხილველები ყვებიან, რომ ოკუპანტებმა ხარკივში რაკეტა ჩამოაგდეს.