ექიმი ირინა კონდრატოვა მთელმა მსოფლიომ მას შემდეგ გაიცნო, რაც ყოფილმა ფეხბურთელმა დევიდ ბექჰემმა მას ინსტაგრამის პირადი ანგარიში დაუთმო, რათა ხარკოვის სამშობიარო კლინიკიდან ამბები გაეზიარებინა. კონდრატოვა ხარკოვის რეგიონული პერინატალური ცენტრის დირექტორია.
ექიმი BBC-ს რუსულ სამსახურთან ყვება, რომ მუდმივად მზადყოფნაში არიან. კონდრატოვას თქმით, სამშობიარო ბლოკში შეუძლიათ ერთდროულად ორი მშობიარობის მიღება, რაც აქამდე ყოფილა.
"უსასრულოდ ქედს ვუხრი მთელ ჩემს პერსონალს, რომელიც აქ დარჩა ჩემთან ერთად. ბევრი მათგანი 26 დღეა სახლში არ ყოფილა. ბევრი მათგანი დარჩა სახლების გარეშე და აქ მოიყვანეს მშობლები, ცოლ-შვილი. ზოგიერთმა კატებიც კი მოიყვანა", - ყვება ირინა კონდრატოვა.
ხარკოვი ერთ-ერთი იმ უკრაინულ ქალაქებს შორისაა, რომელიც ყველაზე მეტად დაზარალდა რუსეთის აგრესიის შედეგად. ქალაქში მრავალი შენობა დაინგრა, მათ შორის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაც.