logo
ENG



ხარკოვში რუსეთთან დაკავშირებულ ტოპონიმებს სახელები გადაარქვეს

11 მაი 202219:45
3 წუთის საკითხავი
 
2022/05/11/36z2m4p1882x6ev.jpg

ხარკოვში რუსეთთან დაკავშირებულ ქუჩას, რაიონს, გამზირსა და გზატკეცილს სახელები შეუცვალეს. შესაბამისი გადაწყვეტილება ქალაქის საბჭომ მიიღო.

შესაბამისად, მოსკოვის გამზირს ეწოდა ხარკოვის გმირთა გამზირი, ბელგოროდის დაღმართი გახდა მაშველი გმირების ქუჩა, ბელგოროდის გზატკეცილი - ხარკოვის გზატკეცილი, ხოლო მოსკოვის რაიონი - სალტოვის რაიონი.

ხარკოვის მერი, იგორ ტერეხოვი ამბობს, რომ ქალაქში ქუჩის ბევრი დასახელებაა, რომელიც აგრესორთან არის დაკავშირებული. ამიტომაც შესთავაზა, რომ შემდეგი სესიისთვის ყველა ტოპონიმის სია მოამზადონ, რომელიც შეცვლას ექვემდებარება.

"გავითვალისწინებთ მარიუპოლსა და ბევრ სხვა ქალაქსაც, რომელიც რუსმა აგრესორებმა დაანგრიეს, სადაც შეიარაღებული ძალების მეომრები და მშვიდობიანი მოქალაქეები დაიღუპნენ. დარწმუნებული ვარ, გვეყოფა ქალაქებიც, ჩიხებიც, სკოლებიც, რათა მათ სახელები გადაერქვათ იმ გმირების პატივსაცემად, რომლებმაც უკრაინის დამოუკიდებლობისთვის სიცოცხლე დათმეს", - თქვა ტერეხოვმა.


close დახურვა