logo
ENG



ხარშილაძე: შეიძლება უვიზო მიმოსვლა უკან წაიღონ

19 თებ 202017:28
3 წუთის საკითხავი
 

ექსპერტები და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ევროპარლამენტარის ანდრეა კუბილიუსის განცხადებას ეხმაურებიან და აცხადებენ, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ქმედებები, საბოლოო ჯამში, დააზიანებს ქვეყანას.

როგორც „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ ხელმძღვანელი გიორგი მშვენიერაძე „ფორმულასთან“ საუბარში აცხადებს, საქართველოს პარტნიორებს ქვეყანაში არსებულ სიტუაციაზე სრული ინფორმაცია აქვთ და ისინი რომელიმე პოლიტიკოსის სიტყვას არ არიან აყოლილები.

„სამწუხაროდ, ქართული ხელისუფლება დინების საწინააღმდეგო მიდის. მათთვის უფრო მნიშვნელოვანია, რომ ჩაებღაუჭონ ძალაუფლებას და არ დათმონ საარჩევნო სისტემა, რომელიც ალბათ, არჩევნებში მათ მიერ მიღებული მანდატების რაოდენობას შეამცირებს და ამის სანაცვლოდ ეჭვქვეშ დააყენოს ქვეყნის დასავლური მომავალი. თუ კი საუბარია, რომ ვინმე საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროკავშირთან დაახლოებას, ეს ხელისუფლების უგუნური პოლიტიკაა. თავის მოტყუება იქნება თუ ვიტყვით, რომ ამერიკელები ერთი კონკრეტული კომპანიის ან პოლიტიკოსის სიტყვას არიან აყოლილები. ჩვენ გვაქვს მუდმივი კომუნიკაცია საერთაშორისო პარტნიორებთან და ისინი ინფორმირებული არიან ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე“, - განაცხადა მშვენიერაძემ.

 „საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის ხელმძღვანელის ნოდარ ხარშილაძის განცხადებით კი, ბიძინა ივანიშვილი ამერიკისგან კარგს არაფერს უნდა ელოდოს.

„პირადი სანქციების გარდა, ქართული ოცნების ხელისუფლებამ შეიძლება ქვეყანა დააზიანოს. პირველ რიგში, უვიზო. ჩვენ მოგვცეს საჩუქარი უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობა. უკან წაღება შეუძლიათ ძალიან მარტივად. ამერიკისგან ბიძინა ივანიშვილი კარგს არაფერს უნდა ელოდოს, რადგან იქიდან უფრო და უფრო გაიზრდება ზეწოლა. შესაბამისად, მე ამ თამაშში არ შევიდოდი, რადგან ეს კარგად არ მთავრდება-ხოლმე“, - განაცხადა ხარშილაძემ. 

შეგახსენებთ, რომ ანდიუს კუბილიუსმა ქართულ არასამთავრობოებთან და სამოქალაქო აქტივისტებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ  შესაძლოა საქართველოსთან ურთიერთობის ფორმატი შეიცვალოს და გახდეს „ნაკლები ნაკლებისთვის"


close დახურვა