logo
ENG



ხატია დეკანოიძე: აბაზოვი არის ივანიშვილის ახლობელი და მისი დაცვის წევრი იყო

13 თებ 202008:34
3 წუთის საკითხავი
 

ოპოზიცია სასამართლოს მიერ მარნეულის ყოფილი მერის თემურ აბაზოვის გამართლებას ეხმაურება. როგორც ოპოზიციაში აცხადებენ, სასამართლო "ქართული ოცნების" ინტერესების გამტარებელია. 

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება უპრეცედენტოა. 

"ისეთი ფაქტები არ მახსენდება, მგონი რუსეთშიც არ ყოფილა. რატომ მოხდა ეს?! - პირველ რიგში ის არის ბიძინას ძალიან ახლობელი, ის იყო მისი დაცვის წევრი და მეორე - სწორედ იმიტომ რომ "ქართული ოცნება" და ივანიშვილი სამსახურს არ უკარგავს არავის. ეს ადამიანი არის თავისუფალი და პოლიტპატიმრები, საქართველოს პატრიოტები არიან ციხეში", - აღნიშნა ხატია დეკანოიძემ

მის აზრს იზიარებს "ევროპული საქართველოს წევრი აკაკი ბობოხიძე. ბობოხიძეს სასამართლოს გადაწყვეტილება არ უკვირს და ფიქრობს, რომ სხვა გადაწყვეტილებას მმართველი გუნდის ინტერესების გამტარებელი სასამართლო, ვერ მიიღებდა. 

"ზუსტად ის გადაწყვეტილება მიიღო "ქართული ოცნების სასამართლომ, რაც უნდა მიეღო. "ოცნების" ხელისუფლებისთვის ეგ მოქმედება არ არის შეურაცხმყოფელი. "ოცნების" წარმომადგენლები სწორედ მაგ ღირსების მატარებლები არიან“, - აღნიშნა აკაკი ბობოხიძემ.

შეგახსენებთ, რომ მარნეულის ყოფილ მერს ელჩინ ალახვერდიევის მიმართ ფიზიკურ და მორალურ ზიანს ედავებოდნენ. აბაზოვმა ალახვერდიევს სახეში შეაფურთა, შემდეგ კი აიძულა პირდაპირ ჩართვაში საკუთარი ოჯახისთვის შეურაცხყოფა მიეყენებინა, ბოლოს კი სახე საკუთარი შარდით დაებანა. 

 

 


close დახურვა