logo
ENG



ხატია დეკანოიძე: არაფერს აქვს აზრი მაშინ, როცა გარდაიცვალა მოზარდი

17 დეკ 201922:42
3 წუთის საკითხავი
 
fyxj9e24phf9zbx.jpg

„არაფერს აქვს აზრი მაშინ, როცა გარდაიცვალა მოზარდი“ - ასე ეხმაურება ხატია დეკანოიძე გამომძიებლის დაკავებასა და მიმდინარე მოვლენებს. ამის შესახებ მან სოფო ზურაბიანის „პოლიტიკის ფორმულაში“ ისაუბრა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის აზრით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა კანონის უზენაესობა იყოს ხალხის ხელში და მოქმედებს ხალხისთვის, რადგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, აზრი არ ექნება სხვა არცერთ ფრონტზე ბრძოლას.

„რა აზრი აქვს ჩემს აქ დგომას, ნაძვის ხეს, რაიმეს, როცა გარდაიცვალა მოზარდი, რომელსაც ვერ დავეხმარეთ. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს სისტემა იყოს ისეთი, როგორსაც იმსახურებს თითოეული მოქალაქე. როგორსაც იმსახურებს ლუკაც, რომელიც ვეღარაფერს მოესწრება. მე ვარ დედა, მყავს შვილი, ვიყავი პოლიციელი არამხოლოდ საქართველოში. რატომ დააკავებს მხოლოდ ეს გამომძიებელი? - მე რიტორიკულ კითხვებს ვსვამ. სად ვცხოვრობთ საერთოდ, კანონის უზენაესობა თუ არ დამყარდა, არ დამთავრდება ეს ყველაფერი. ცივილიზებულ სამყაროში რომ ეს მომხდარიყო, გადადგებოდა შსს მინისტრი, მაგრამ ჩვენ ცივილიზებულ სამყაროში არ ვცხოვრობთ. არაფერს აზრი არ ექნება, თუ მართლმსაჯულებას არ გამოვაწიწკნით ამათ. ყველაფერს გავაკეთებ, რომ პოლიცია და კანონის უზენაესობა ეკუთვნოდეს ადამიანებს", - აცხადებს ხატია დეკანოიძე.

შეგახსენებთ, რომ მოზარდი, რომელიც პოლიციაში დაკითხვის შემდეგ მეცხრე სართულიდან გადმოხტა, იაშვილის სახელობის კლინიკაში გარდაიცვალა. 


close დახურვა