logo
ENG



ხატია დეკანოიძე: ზელენსკის ხალხისგან აქვს მანდატი რომ უკრაინაში რეფორმები განახორციელოს

08 მაი 202021:24
3 წუთის საკითხავი
 

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ გადაცემაში „პოლიტიკის ფორმულა“ განაცხადა, რომ უკრაინაში დაწყებული რეფორმების გატარება ვერ დასრულდა, ვინაიდან უკრაინის მაშინდელ პრეზიდენტ პოროშენკოსა და ახლანდელ პრეზიდენტ, ზელენსკის შორის თვისობრივი განსხვავებები იყო. როგორც ხატია დეკანოიძე განმარტავს, პრეზიდენტ ზელენსკისთვის კორუფციული სისტემა მიუღებელია და ახლა უკრაინელი ხალხის მხრიდან მას აქვს მანდატი, რომ რეფორმები გაატაროს.

„მე ვიყავი ძალიან სერიოზული რეფორმების ნაწილი უკრაინაში, რომელიც არ დამთავრდა, რადგან იყო თვისობრივი განსხვავება წინა პოლიტიკურ გუნდს, პრეზიდენტ პოროშენკოს გუნდსა და ზელენსკის შორის. პრეზიდენტი ზელენსკიმ არის ახალი ფორმაციის ლიდერი, ახალი ყალიბის პოლიტიკური ელიტის წარმომადგენელი უკრაინაში, რომელსაც თვისობრივი მიუღებლობა აქვს კორუფციული სისტემის. რთულია უკრაინაში კონფიგურაცია ძალიან ბევრი მიზიდულობის ცენტრია, ოლიგარქები მათ შორის, რევანშისტული ძალები, მაგრამ მას აქვს მანდატი, უკრაინელი ხალხის, რომ განახორციელოს რეფორმები.

ოდესის ოლქში პირველ რიგში, მე ძალიან კარგად მახსოვს, მართლმსაჯულების ნაწილში გატარდა მნიშვნელოვანი რეფორმები, იმ ფარგლებში მოცემულობის უფლებამოსილების რაც ჰქონდა გუბერნატორს ოდესის ინფრასტრუქტურის ნაწილში. მაგრამ პოლიტიკური ნება, რომ ყოფილიყო ცენტრალური ხელისუფლებისგან შესაძლებელია უკრაინაში ახალი პოლიტიკური ელიტა არ მოსულიყო. 72%-იანი რეიტინგი აქვს პრეზიდენტ ზელენსკის და უკრაინის რადაში კარგად ესმით, რომ მაღალი რეიტინგი ნიშნავს იმას, რომ მათ უნდა იზრუნონ უკრაინელების კეთილდღეობაზე და განსაკუთრებით იმ კრიზისულ სიტუაციაში, რომელიც უახლოვდება მთელ მსოფლიოს“,-განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

 


close დახურვა