logo
ENG



ხატია დეკანოიძე: თუ ჩვენ არ დავუპირისპირდით ივანიშვილს, ამის იქით არის უკვე მონობა

17 ნოე 201913:49
3 წუთის საკითხავი
 
fiwa549xlvpo1m0.jpg

„თუ ჩვენ არ გავერთიანდით და არ დავუპირისპირდით ივანიშვილს, ამის იქით არის უკვე მონობა“ - ეს განცხადება ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელმა ხატია დეკანოიძემ გააკეთა. ის რუსთაველის  გამზირზე პარლამენტის შენობის წინ იმყოფება, სადაც აქცია 15 საათზე უნდა დაიწყოს.

მისი განცხადებით, მოქალაქეების და საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან ხელისუფლების მიმართ ზეწოლა ძალიან მნიშვნელოვანია და კიდე უფრო გაძლიერდება​.

„მოვუწოდებ ყველას, გამოვიდნენ აქციაზე. ეს არის დღე, როდესაც ჩვენი მთავარი შეკრების მიზანი არის ერთად ერთის წინააღმდეგ და ეს ერთი არის პრორუსული გავლენების მქონე ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც ჩაიდინა ძალიან მძიმე დანაშაული, მოსახლეობას დაჰპირდა პროპორციულ არჩევნებს და შემდეგ გადააგდო. ივანიშვილს არ აინტერესებს არავინ, არც საქართველოს მოქალაქეები და არც საერთაშორისო პარტნიორები. მივიღეთ მოცემულობა, რომ თუ ჩვენ არ გავერთიანდით და არ დავუპირისპირდით, ამის იქით არის უკვე მონობა. უფსკრულის პირას ვართ. ოპოზიციაში უპრეცედენტო ერთიანობაა. მოქალაქეების და საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან ზეწოლა ძალიან მნიშვნელოვანია და კიდე უფრო გაძლიერდება,“- განაცხადა ხატია დეკანოიძემ.


close დახურვა