„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ხატია დეკანოიძის თქმით, ბიძინა ივანიშვილი ძალაუფლების შესანარჩუნებლად ყველაფერზე წამსვლელია.
„გადაწყვიტეს, რომ ბიურო ჩაატარონ სპეცრაზმის თანხლებით. ბიძინა ივანიშვილი იმდენად პანიკაშია, რომ გასცა ბრძანება, მაქსიმალურად შეექმნათ კომფორტი. ჩვენ გვქონდა ძალიან ნორმალური შეთავაზება, ჩატარებულიყო პროპორციული არჩევნები 2020-ში, მაგრამ ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტა, რომ მას არ უღირს ძალაუფლების დათმობა და ურჩევნია ადამიანები დაიჭიროს. ჰგონიათ, რომ ჩვენ შეგვეშინდა. წყლის ჭავლი გამოიყენეს ხელებაწეული ადამიანების წინააღმდეგ - ათასამდე სპეცრაზმელი იყო მობილიზებული. გაწმინდეს რუსთაველი იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილს არ მოსწონს. ბოდიში, მაგრამ ჩვენ არ გვაინტერესებს, რა მოსწონს ბიძინა ივანიშვილს“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
„ფორმულას“ ეთერში ხატია დეკანოიძემ ასევე განაცხადა, რომ მომიტინგეების მოთხოვნები უცვლელია და ისინი რჩებიან რუსთაველზე.