logo
ENG



ხატია დეკანოიძე:ივანიშვილი დამარცხდება, მან უნდა იცოდეს, რომ ეს მისი ბოლო ჟამია

14 ნოე 201918:56
3 წუთის საკითხავი
 
vflv3ksjgokdkdq.jpg

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი ხატია დეკანოიძე ოპოზიციის წევრების შეკრების შემდეგ განცხადებას აკეთებს. მისი განცხადებით, ოპოზიცია არის ერთიანი და პროდასავლური ოპოზიცია იქნება იმ ადამიანებთან, ვინც აპროტესტებენ ბიძინა ივანიშვილის თავგასულობას. 

"კონკრეტული სამოქმედო გეგმა აუცილებლად გაჟღერდება სრულ კოორდინაციაში არამხოლოდ ოპოზიციურ პარტიებთან, არამედ სამოქალაქო სექტორთან ერთად. ერთი რამ მინდა გითხრათ, რომ ოპოზიცია არის ერთიანი და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. პროდასავლური ოპოზიცია იქნება იმ ადამიანებთან, რომელიც აპროტესტებს ბიძინა ივანიშვილის თავგასულობას და მის გადაგდებას. რეალურად ნებისმიერ კონფიგურაციაში ბიძინა ივანიშვილი დამარცხდება. მან უნდა იცოდეს, რომ ეს არის ბოლო ჟამი. გავაპროტესტებთ, არჩევნებს, მოვიგებთ და ეს იქნება პლატფორმა - "ყველა - ერთის წინააღმდეგ",- განაცხადა ხატია დეკანოიძემ.


close დახურვა