logo
ENG



ხატია დეკნოიძე: ოლიგარქიული რეჟიმის გაწყობა საკმაოდ პანიკურია

04 მარ 202022:46
3 წუთის საკითხავი
 

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ხატია დეკანოიძე საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით გადაცემა „პოლიტიკის ფორმულაში“ საუბრობს. ის ფიქრობს, რომ ქართული ოცნება არჩევნებს საბოლოოდ 110/40-ზე პრინციპით ჩაატარებს.

მისი განცხადებით, ოლიგარქიული რეჟიმის განწყობა საკმაოდ პანიკურია და რომელ საარჩევნო ფორმულებზეც არ უნდა ისაუბროს ივანიშვილმა, ოპოზიციის მთავარი რწმენა არის ის, რომ ივანიშვილი ყველა კონფიგურაციაში დამარცხებულია.

„ჩემი წარმოდგენით ქართული ოცნება შეეცდება, რომ თავიანთი ბოლო ფორმულა 110/40-ზე გაიტანონ, რომლეიც მიუღებელია, რადგან არ უახლოვდება პროპორციულ საარჩევნო სისტემას. ქართული ოცნების მხრიდან არ არის პოლიტიკური დევნის შეწყვეტაზე საუბარი და ამის გათვალისწინება არ უნდათ, თუმცა მთელი ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები ამაზე საუბრობენ. ოლიგარქიული რეჟიმის გაწყობა საკმაოდ პანიკურია. რეალურად ასე ხდება ხოლმე - როდესაც ძალაუფლების შენარჩუნებისთვის რეჟიმები აკეთებენ ყველაფერს, ატყუებენ საერთაშორისო პარტნიორებს, ატყუებენ საკუთარ მოქალაქეებს, არაფრად არ მიაჩნიათ არცერთი რეზოლუციის ტექსტი. ეს ყველაფერი იმის მანიშნებელია, რომ რაც არ უნდა საარჩევნო ფორმულებზე მათი მხრიდან ისაუბროს ქართულმა ოცნებამ და ივანიშვილმა, ოპოზიციის მთავარი სხივი არის იმისი რწმენა, რომ ივანიშვილი ყველა კონფიგურაციაში დამარცხებულია“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

 


close დახურვა