ხაშური-ოსიაურის გზაზე ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას ქართლის ამბები ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, მანქანა, სადაც ოთხი ადამიანი იჯდა, წყალმზიდს შეეჯახა.
დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს.
ფორმულა შსს-ს დაუკავშირდა და ინფორმაცია მიღებისთანავე განახლდება.
