ხაშურში ქალის დაჭრისთვის ყოფილი ქმარი დააკავეს. გულმკერდსა და მუცელში ჭრილობები დაკავებულმა ხალხმრავალ ადგილას, 24 წლის ქალს მაშინ მიაყენა, როცა ის პოლიციაში ყოფილი ქმრის წინააღმდეგ საჩივრის დასაწერად მიდიოდა. თავდასხმას წინ უძღოდა მუქარა და ძალადობა კაცის მხრიდან, დაჭრილის ოჯახი ყვება, რომ განქორწინების მიზეზიც სწორედ ეს იყო. ორი შვილის დედა ახლაც რეანიმაციაში რჩება. გულმკერდისა და მუცლის ღრუში დაჭრილ ქალს ოპერაცია თითქმის სამი საათი უტარდებოდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.
ცნობილია, რომ ბრალდებულს 13-დან 17 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მუხლით დააკავეს. პირველი შემთხვევა არ არის, როცა ყოფილი ქმარი ყოფილ ცოლს ფიზიკურად უსწორდება. 2020 წლის პირველ ორ თვეში ქმარმა, ყოფილმა ქმარმა, ძმამ ან შვილმა 8 ქალი მოკლა. ყველა შემთხვევაში დანაშაული განსაკუთრებული სისასტიკითაა ჩადენილი.