logo
ENG



ხაშურში შშმ კაცმა თავი მოიკლა, დედამისს კი მანქანა დაეჯახა და გარდაიცვალა

06 თებ 202213:18
3 წუთის საკითხავი
 

ხაშურში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე 50 წლის მურთაზ მანჩხაშვილმა თავი მოიკლა.

გარდაცვლილია მისი დედაც, რომელსაც მანქანა დაეჯახა. 

დედა-შვილი გარდაცვალებამდე რამდენიმე თვით ადრე ძალადობის მსხვერპლი გახდა. 

დაზიანებები მას სავარაუდოდ მეზობელმა მიაყენა. ახლობლები ამბობენ, რომ დაჩი ტაბატაძე ხშირად ემუქრებოდა მანჩხაშვილს და მის დედას. 

მურთაზ მანჩხაშვილის საქმეზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო, დედის საქმეზე კი - 276-ე, ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის მუხლით. 


close დახურვა