logo
ENG



ხაჭაპურიძე: 9 იანვარს, სააკაშვილის სასამართლო პროცესზე ქართველი ექიმები დაიკითხებიან

05 იან 202312:59
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, 9 იანვარს, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე ქართველი ექიმები დაიკითხებიან.

"ვითხოვთ, რომ ბატონ მიხეილ სააკაშვილს მიეცეს უფლება დაესწროს, უშუალოდ მიიღოს ფიზიკურად სასამართლო დარბაზში მონაწილეობა, თავის სასამართლო პროცესზე.

ამჟამად დაიკითხებიან ქართველი ექიმები, თბილისში მცხოვრები ქართველი ექიმები. ეს არის ისტორიული პროცესი, ამას უყურებს მთელი მსოფლიო. ამიტომ, შეიძლება იყოს მცდელობა გარკვეული ძალების მხრიდან, რომ ექიმებმა სხვა ტიპის გადაწყვეტილება მიიღონ, მაგრამ იმედია ექიმები დაიცავენ ჰიპოკრატეს ფიცს, რომლის ერთგულიც ისინი უნდა იყვნენ", - აცხადებს ხაჭაპურიძე.

ამასთან, ხაჭაპურიძის თქმით, სააკაშვილმა მას საქართველოს პატრიარქთან, 90 წლის იუბილესთან დაკავშირებული მისალოცი წერილი გაატანა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით 9 იანვარს, 12:00 საათზე გაიმართება.


close დახურვა