logo
ENG



ხაჭაპურიძის თქმით, სააკაშვილი სასამართლო სხდომას დისტანციურად ვერ დაესწრება

06 იან 202314:30
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, სააკაშვილი სასამართლო სხდომას დისტანციურად ვერ დაესწრება. მისი თქმით, გუშინ სააკაშვილს გონების კარგვის მეექვსე ეპიზოდი ჰქონდა.

"საკმაოდ ცუდად არის და პროცესზე მოგეხსენებათ, ითხოვდა გადასვლას, მაგრამ ფიზიკურად ეს შეუძლებელია. ვერც გადასვლას და ვერც ჩართვას, ფიზიკურად ვერ მოახერხებს.

ვაპირებ, მოვითხოვოთ პროცესები ჩატარდეს ყოველდღიურად, რაც შეიძლება გვიანობამდე მოხდეს სამუშაო რეჟიმის განსაზღვრა, რომ ყოველდღე რამდენიმე მოწმის დაკითხვა მოხდეს. ყოველდღიურად ჩაინიშნება პროცესები, შესაძლებელია კვირა, კვირა ნახევარში მორჩეს ეს ყველაფერი, რომ მივიდეთ დასვნით სიტყვებამდე", - თქვა ხაჭაპურიძემ.

ამასთან, ხაჭაპურიძე აცხადებს, რომ მოსამართლე გიორგი არევაძე დამოუკიდებელი მოსამართლეა და ის იმ მოსამართლეთა რიგებში შედის, რომლებზეც შეიძლება ითქვას, რომ არ არის კლანის წევრი.

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით 9 იანვარს, 12:00 საათზე გაიმართება.


close დახურვა