ხელვაჩაურის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მცირეწლოვანი დაიღუპა, ინფორმაცია "ფორმულას" შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულია კიდევ 2 ბავშვი. ისინი დედასთან ერთად საავადმყოფოში გადაიყვანეს.
შსს-მ გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
შსს-ს ცნობით მძღოლი პოლიციის შენობაშია გადაყვანილი და საგამოძიებო მოქმედებები ტარდება.
