ხელვაჩაურის სუს-ის თანამშრომელი, გენადი სურმანიძე გარდაცვლილი იპოვეს.
ფორმულას ინფორმაციით, სურმანიძე ბათუმიდან ჩაქვში საცხოვრებელ სახლში ბრუნდებოდა, რა დროსაც ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
ჩასწორება: სათაურის თავდაპირველი ვერსია იყო, რომ ხელვაჩაურის სუს-ის ყოფილი უფროსი გარდაცვლილი იპოვეს. მოგვიანებით დაზუსტდა ინფორმაცია, რომ გარდაცვლილი სუს-ის თანამშრომელი იყო.