ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ზედა ჯოჭოში მეწყერში მოყოლილ არასრულწლოვანს მაშველები ამ დრომდე ეძებენ.
1-ლ ოქტომბერს, გვიან ღამით ხელვაჩაურში მეწყერმა სახლი წაიღო, სადაც 3 ადამიანი იმყოფებოდა. დაკარგულად ითვლებოდა სახლთან მდგარ მანქანაში მყოფი 2 ადამიანიც. სტიქიის მსხვერპლი 4 ადამიანის ცხედარი უკვე ნაპოვნია.
ადგილობრივების თქმით წლიერი წვიმა რეგიონში საფრთხეს აქამდეც ქმინდა და მთავრობას უმოქმედობაში ადანაშაულებენ.
სტიქიის ზონაში ჩასულ აჭარის მთავრობის ხელმძღვანელს, თორნიკე რიჟვაძეს ამ საკითხზე ჟურნალისტებმა დაუსვეს კითხვები. მან გულგრილობის ფაქტი არ გამორიცხა და თქვა, რომ უკვე დაწყებულია შიდა მოკვლევა.
''სამძებრო სამუშაოები გრძელდება. ვეძებთ ახალგაზრდას. მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა საძიებო სამუშაოები, რომელიც ახლაც გრძელდება. პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს ზარალის დათვლის შესაბამისი სამუშაოები და ჩვენ უკვე შევძლებთ, რომ ამ კონკრეტულ გამოწვევბზე გვქონდეს კონკრეტული ღონისძიებები''- თორნიკე რიჟვაძე