დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის თავმჯდომარის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, ხელთათმანი არ იცავს ადამიანს ინფექციისგან.
იმნაძის განცხადებით, აუცილებელია ხელთათმანიანი ხელის სპირტით დამუშავება.
„ხელთათმანი ნუ გიქმნით ყალბი დაცულობის გრძნობას. იმიტომ, რომ ხელთათმანი როცა გვიკეთია ხელზე, ხელს უნდა დამუშავება სპირტის ხსნარით. რა განსხვავებაა ხელთათმანიან ხელს მივიდებთ სახეზე თუ თუ მობილურს ხელთათმანიანი ხელით ავიღებთ. ეს განსაკუთრებით ჩვენს კოლეგებს ეხება. კანიდან არაფერი იჭრება. ხელი იმიტომაა სახიფათო, რომ ხელებით ვეხებით სახეს. ხშირად დავიმუშაოთ ხელთათმანიანი ხელებიც“, - განაცხადა იმნაძემ.