logo
ENG



ხელისუფლება, დეზინფორმაციასთან ბრძოლის მოტივით, კვლავ რეგულაციებზე ალაპარაკდა

22 დეკ 201920:00
3 წუთის საკითხავი
 
wu5xb77isj5k4t1.jpg

ფეისბუკის მიერ ასობით ქართული ყალბი ანგარიშის გაუქმების საქმეში „ქართული ოცნება“ ოპოზიციის კვალს ხედავ.

მმართველ გუნდში ამბობენ, რომ მათ პროსახელისუფლებო ყალბ გვერდებთან კავშირი არ აქვთ და ე.წ. ტროლების უკან შესაძლოა, ნაციონალური მოძრაობა იდგეს.

ფეისბუკის მიერ ქართული ინტერნეტსივრცის მაშტაბური წმენდის შემდეგ, ქართულ ოცნებაშიინტერნეტრეგულაციების დაწესებაზეც ალაპარაკდნენ.

დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის სახელით რეგულაციების შემოღების იდეა თბილისის მერმა კახა კალაძემაც გაიზიარა.

ოპოზიციას არ უკვირს, რომ ქართული ოცნება პასუხისმგებლობის გადატანას პოლიტიკური ოპონენტებისკენ ცდილობს.

მათი თქმით, ტროლების საგამ აჩვენა, რომ მმართველი გუნდი კრიზისშია და ძალაუფლების შენარჩუნებას რუსული მეთოდებით ცდილობს.

ამ ფაქტს კრიტიკულ მედიაზე მუქარად და ზეწოლის მორიგ მცდელობად აფასებენ  მედიის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციები. არასამთავრობო სექტორში იხსენებენ, რომ ხელისუფლებამ ცილისწამების კანონის დონეზე დარეგულირება ადრეც სცადა. ამ თემაზე საუბარი თავიდან სალომე ზურაბიშვილმა და პატრიარქმა დაიწყეს, შემდეგ უმრავლესობამ გააგრძელა. მწვავე კრიტიკის ფონზე კი განხილვები შეჩერდა.

უცნობია, რას გეგმავს ხელისუფლება და განაახლებს თუ არა მუშაობას ცილისწამების კანონით დარეგულირებაზე.

 

 


close დახურვა