logo
ENG



ხელისუფლება ანიტა რაჭველიშვილის პოსტს გამოეხმაურა

25 ოქტ 201920:47
3 წუთის საკითხავი
 
wxnbatjtiui84nw.png

არქიმანდრიტ ბართლომეოს კომენტარს, ანიტა რაჭველიშვილის მიმართ, ხელისუფლების წევრები გამოეხმაურნენ, პრემიერ მინისტრი, გიორგი გახარია რაჭველიშვილს კომენტარს უსამართლოს უწოდებს.

„ამ კონკრეტულ შემთხვევაში არის ორჯერ უსამართლო იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილის ოჯახი წლების განმავლობაში ამ ქვეყანას ეხმარება ისტორიული მემკვიდრეობის გადარჩენაში და შენარჩუნებაში და ამასთან ერთად ასობით მილიონ დოლარს ხარჯავს მომავალ თაობაზე საგანმანათლებლო პროექტებში“ - განაცხადა გახარიამ.

ასევე უმრავლესობის წევრმა სოფო კილაძემ საკუთარ „facebook”-გვერდზე სტატუსი დაწერა, რომელშიც წერს, რომ ივანიშვილის ოჯახს ამ ქვეყნისთვის უამრავი სიკეთე აქვს გაკეთებული

„ბერას და მის ოჯახს უამრავი სიკეთე აქვს გაკეთებული ამ ქვეყნისთვის და ეს ყველამ კარგად ვიცით, მათ შორის იმათაც ვინც ასე თავგამოდებით ლანძღავს ივანიშვილების ოჯახს. საკუთარი ჯიბიდან გაწეული ქველმოქმედება რატომ უნდა ხდებოდეს ასეთი აჟიოტაჟის საგანი?! “- წერს კილაძე სოციალურ ქსელში.

აღნიშნულ განცხადებას გამოეხმაურა ეკონომიკის მინისტრიც, ნათია თურნავას თქმით ბიძინა ივანიშვილი მილიონებს ხარჯავს ქვეყნის განვითარებისთვის

„ბიძინა ივანიშვილი და მისი ოჯახი არიან ცნობილი მეცენატები, ძალიან ბევრი რამ გაუკეთებია და კვლავ აკეთებს ბიძინა ივანიშვილი საქართველოსთვის, მილიონები იხარჯება მისი მხრიდან რომ განვითარდეს ტურისტული ინფრასტუქტურა, იმისთვის რომ აღდგეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები,“-განაცხადა თურნავამ.

თავდაცვის მინისტრმა კი განაცხადა, რომ ეს არის დაპირისპირება სიკეთეს და ბოროტებას შორის.

 


close დახურვა