logo
ENG



ხელისუფლება არჩევნებს ვერანაირი ზეწოლითა და მოსყიდვებით ვეღარ მოიგებს-ევროპული საქართველო

25 ოქტ 201911:34
3 წუთის საკითხავი
 
apuc0hnrr3vehe2.png

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი დავით ბარაძე საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატთან, მალხაზ მელაშვილთან ერთად ლაგოდეხის რაიონის, აფენის თემის მოსახლეობას შეხვდა. სოფელ ჭაბუკიანის მოსახლეობა პოლიტიკოსებს ყურძნის ფასზე და მათი პრობლმების შესახებ ესაუბრა. მათი თქმით, სოფელში სანიაღვრე არხების გაუმართაობა, ანტისანიტარიას იწვევს.

„აფენის თემში არის პრობლემები, საძოვრები, სანიაღვრე არხები და დასუფთავება, რომელზდაც ურნები არ გვაქვს, მე ამ პრობლემებს როცა ამირჩევს ჩემი ხალხი, მაშინ გადავჭრი საკრებულოში, ვპირდები ჩემ მოსახლეობას, რომ ამას გავაკეთებ აუცილებლად,“-განაცხადა მალხაზ მელაშვილმა.

"ევროპული საქართველოს" ლიდერის, დავით ბაქრაძის თქმით, ხელისუფლება არჩევნებს ვერანაირი ზეწოლითა და მოსყიდვებით ვეღარ მოიგებს. ბაქრაძე აღნიშნავს, რომ არჩევნების მოგების ერთადერთი გზა არის საქმის გაკეთება და იმ გუნდის მოსვლა, რომელიც ქვეყანას წინ წაიყვანს. 

„აი ამითია მნიშვნელოვანი ლაგოდეხში, აფენის თემში გასამართი არჩევნები, რომ ჯერ ერთი ეს   უნდა იყოს მომზადება 2020-ის არჩევნებისთვის, სადაც მოხდება ხელისუფლების მთლიანი შეცვლა, და მეორე რომ უნდა მოვიდეს ხელისუფლებაში ის გუნდი, რომელიც გააკეთებს საქმეს, რომელიც იზრუნებს სოფელზე და რომელიც მიხედავს ადამიანების პრობლემებს და მათ გაჭირვებას,“-განაცხადა ბაქრაძემ.


close დახურვა