logo
ENG



ხელისუფლება ოპოზიციაზე: რამდენიმე ადამიანს აქვს დასახული რევოლუციური მოდელი

04 დეკ 201914:18
3 წუთის საკითხავი
 
33hy2fetvkoaldw.jpg

უმრავლესობა კვლავ გერმანული მოდელის წინააღმდეგია. როგორც მმართველ გუნდში აცხადებენ, ოპოზიციის მიერ შეთავსებული კანონპროექტი სრულიად შეუსაბამოა საქართველოს კონსტიტუციასთან. თავად ოპოზიციას კი მხოლოდ ერთი მოტივი ამოძრავებს - რევოლუციური მოდელი.

"მათ შორის არიან მცოდნე ადამიანებიც, რომლებმაც გამორიცხულია არ იცოდნენ ამ დოკუმენტის შეუსაბამობა კონსტიტუციასთან. გინდა რეგიონალურ თემასთან დაკავშირებით, გინდა იმაზე, რომ ყველა შემთხვევაში პროპორციულად ნაწილდება მანდატები. ასე რომ ვფიქრობ, რომ რამდენიმე ადამიანს აქვს დასახული რევოლუციური მოდელი და დანარჩენი უკვე ანტურაჟია",-აცხადებს გია ვოლსკი. 

ანრი ოხანაშვილის თქმით, ოპოზიცია მისი რეალური მიზნის მისაღწევად, ახალგაზრდებსაც იყენებს. 

"მათი რეალური მიზანია ახალგაზრდების ჩათრევა  პროცესში და წარმოჩენა სიტუაციის, თითქოს რაღაცას აპროტესტებენ. რეალურად მიზანი კი ხელისუფლების დამხობაა. ეს ხალხი ებრძვის არა "ქართულ ოცნებას", არამედ ქართულ სახელმწიფოს. ერთ შემთხვევაში საბაბად გამოიყენეს გავრილოვის შემთხვევა, ახლა იყენებენ საარჩევნო სისტემას. ნუ დაიჯერებთ რომ მათ მართლა სურთ რაიმე მოდელის შემოტანა. ეს არის საბაბი",-აცხადებს ანრი ოხანაშვილი

შეგახსენებთ, რომ ოპოზიციურმა სპექტრმა ახალი საარჩევნო მოდელის შემუშავება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც „ქართულმა ოცნებამ" პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის დაპირებული კანონპროექტი ჩააგდო. ოპოზიცია ე.წ. გერმანული მოდელის ქართული ვარიანტის კანონპროექტს პარლამეტში დღეს შეიტანს.


close დახურვა