ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა განაცხადა, რომ არ იწონებს ხელისუფლების განცხადებებს და ამბობს, რომ ხელისუფლებაში მყოფებიც მივლენ ტაძრებში, ვისაც უნდა.
„აქ სალაპარაკო და სამსჯელო არაფერია - ეს გადაწყვეტილება იქნება დიდი ხუთშაბათის შემდეგ მიღებული. ველოდებით, როგორ განვითარდება მოვლენები. ხელისუფლება რომ ტელევიროზით ადევნებს თვალს, არასწორია - ზოგი ტაძარში მაინც მივა, ნაწილი კი ისედაც არ დადიოდა აღდგომის წირვას", - განაცხადა მეუფემ.
დღეს ბზობის წირვაზე მისული მრევლი აცხადებს, რომ სააღდგომო ლიტურგიას დაესწრებიან და ამ შემთხვევაში, კანონს ვერ დაემორჩილებიან.
„ღამისთევას დავესწრებით, ჩვეულებრივ. ახლა არა მგონია, კანონს დავემორჩილოთ. მოვალთ, გადაწყვეტილია. ტაძარში იმხელა მადლია, აქ არანაირი საფრთხე არაა. იმედი მაქვს, მთავრობა გაითვალისწინებს ყველაფერს", - ამბობენ წირვაზე მყოფი პირები.